„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. დოკუმენტის გაფორმება დიდიწილად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადებას უკავშირდება.
ამის შესახებ ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს პარლამენტსა თუ მთავრობაში არიან ადამიანები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელში სააკაშვილის დროშა აიღონ და იმავე პროექტის ნაწილი გახდნენ, რომელი პროექტის ნაწილიც სააკაშვილი იყო. მათ შორის პირველ რიგში, ირაკლი ალასანიას ვგულისხმობ, რომელიც ამას ღიად და დაუფარავად ცდილობს.,მე ვამბობ, რომ დიდწილად სწორედ ალასანიაზეა ის ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა. როდესაც მან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რუსეთმა მომენტალურად განაცხადა, ჩვენ ამას საფრთხედ აღვიქვამთ და შესაბამისად ვიმოქმედებთო. მერე ისევ ალასანიამ გააკეთა განცხადება, საქართველოში ნატოს ბაზა იხსნებაო, საწვრთნელი ცენტრი კი არა, ნატოს ბაზაო. რუსეთმაც მყისვე გააკეთა განცხადება, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთო და გამოაგდო ეს ხელშეკრულება და რუსეთმა ამ დოკუმენტის ფორსირება დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






