,,სირიის ქალაქ ქობანში 21 წლის ზელიმხან შათირიშვილი დაიღუპა, რომელიც ამბოხებულთა მხარეს საბრძოლველად პანკისის ხეობიდან წავიდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიაში საქართველოდან წასული მებრძოლები იღუპებიან და ამან ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო.
მივმართავთ პროკურატურას და შს სამინისტროს: მისცენ საზოგადოებას განმარტებები, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ვაჰაბიტური ცენტრების და საქართველოდან სირიაში ბოევიკების გადინების საქმეებთან დაკავშირებით.
ასევე ვითხოვთ კონტრდაზვერვის სამსახურისგან, გააკეთოს განმარტებები, რა გზებით ახერხებენ მეამბოხეების მხარეს მებრძოლი ბოევიკები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას და ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით სირიაში მოხვედრას და იღებს თუ არა სახელმწიფო რაიმე ზომებს ამ პროცესის შესაჩერებლად“, - ნათქვამია ,,თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






