„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მომხდარიყო, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.
„ენმ"-ს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთ სხვადასხვაობაა. მათი უმეტესობა, მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პროცესები ქვეყანაში სწორად ვითარდება და უმცირესობას პრობლემების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ.
ნაწილი კი თვლის, რომ შესაძლოა მათვარობის ეკონომიკური პოლიტიკა მართლაც საჭიროებს გადახედვას და გარკვეული ცვლილებების შეტანას.
ეკა ბესელიას თქმით რეკომენდაციის მიღება ვერ მოხდება ნაციონალური მოძრაობისაგან, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში.
მმართველი გუნდის წევრები ასევე აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება წინასაარჩევნოდ გაწერილი გეგმის ზედმიწევნით შესრულება გადასახედიც არაფერი იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი, მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ვითარების გასკანდალებითაა დაინტერესებული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები იქნება სწორად გაწერილი და არა მუშტის მოღერებაზე ორიენტირებული მისი განხილვა აუცილებლად მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






