ლანჩხუთის გამგებელს გურიის სამხარეო პოლიციაში დაკითხავენ
პოლიტიკა - 15:19, 08 Dec, 2014     2119

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარმა სამმართველომ, გუშინ, ლანჩხუთში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც ერთი ჯგუფი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, წინასაგამოძიებო ქმედებები დაიწყო.

ამ წუთებში დაკითხვაზე "რუსთავი 2"-ის ოპერატორი, ლერი ხინთიბიძე იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ, გურიის სამხარეო პოლიცია, 'რუსთავი 2"-ის კორესპონდენტმა ვლადიმერ მენაბდემ დატოვა.

წინასაგამოძიებო ქმედებებს, რომელიც დღეს დაიწყო, გამომძიებელი თედო ჭანუყვაძე აწარმოებს.

დღის ბოლოს, პოლიციაში ლანჩხუთის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და მის ახლობელს, ნუგზარ ცინცაძეს, მეტსახელად "ცანცუას" დაკითხავენ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლანჩხუთში, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის "მარჯვენა ხელი", ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" არაოფიციალური ხელმძღვანელი, ნუგზარ ცინცაძე, რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს, ("ევგრაფი შევარდნაძის" სახელობის სტადიონზე,) უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართული მატჩის დასრულების შემდეგ დაუპირისპირდა და თვს დაესხა. ცინცაძე ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა. ადგილი ჰქონდა მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მომხდარი ფაქტილანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მატჩს ესწრებოდა თუმცა იქ მსგავსი არაფერი მომხდარა.


„მსგავსი არაფერი არ მინახავს და პოლიციაც ესწრებოდა, სასვე იყო იქ პოლიციით იქაურობა არაფერი ჩემამდე არ მოსულა ეგეთი ამბავი. ასეთ რამ თუ მოხდარა, არ მესმის რატომ არ გამაგებინა მენაბდემ. ხალხი დაიშალა, ჩამოვედი და არაფერი გამიგია. ამისთვის არსებობს სამართალდამცველი ორგანოები და ვინც მიაყენა შეურაცხყოფა, პასუხს აგებს ყველა, ვინც არ უნდა იყოს ის“-თქვა ურუშაძემ.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42