საკადრო ცვლილებების მეორე ვარიანტი უკვე შეეხო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც მინისტრის მოადგილემ, ზურაბ კოპაძემ თანამდებობა დატოვა.
ასევე თანამდებობები დატოვეს გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ეკონმომიკის საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციის თვითმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა. ზვიად ჯანყარაშვილმა კი პარტიული თანამდებობა დატოვა.
ექსპერტები კი არა თუ კონკრეტული მინისტრების, არამედ მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვალასც არ გამორიცხავენ.
კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია, ცვლილებები მინისტრების დონეზე განხორციელდეს გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია, შესაძლოა უკვე არსებობს მოსახსნელი მინისტრების შავი სია და თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ფაქტია რომ დღეს ვართ მაღალი რისკების ზონაში. ჩამოყალიბებული კრიზისი არ არის, მაგრამ სახეზეა ძალიან ბევრი გამოწვევა. თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამას თავი ვერ გაართვა, ბუნებრივად დადგება ნდობის საკითხი, რათა არ შევიდეთ ისეთ სისტემურ კრიზისში, რომელშიც შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებების მიღებამ მოუწიოს ხელისუფლებას - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები თუ სხვა სახის გადაწყვეტილებები. არადა, მოვლენების ამგვარად განვითარების შანსი ყოველდღიურად იზრდება. - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
წყარო: კვირის პალიტრა
მასალის გამოყენების პირობები






