„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე არარეალურს უწოდებს კახი კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვით ხუდონჰესს სახელმწიფო ააშენებს.
ჯაფარიძის თქმით, პროექტის აშენებას 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი სჭირდება, რისი საშუალებას სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს.
"ჩვენი ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია, რომ "ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს. მის აშენებას სჭირდება 2 მილიარდ 300 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არ არის. ეს არის საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი. ეს ფული სახელმწიფოს ბიუჯეტში არ არის და მე არ ვიცი წყარო საიდანაც ამ მთავრობას შეუძლია ამხელა ფული ბიუჯეტში გააჩინოს. თუ ისინი აპირებენ გადასახადები აწიონ და ასე დააფინანსონ ეს პროექტი, ეს იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის და მერე ნახეთ ლარის გაუფასურება. ხუდონჰესთან დაკავშირებით არსებობდა ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელიც მოძიებული იყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა ამ პროცესის მენეჯმენტი ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ეფექტურად და ეს ინვესტორი, როგორც ჩანს, დაიკარგა", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






