აზარტული თამაშების ბიზნესის პოლიტიკური ინტერესები
პოლიტიკა - 14:41, 08 Dec, 2014     2810

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ პირველი კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

აზარტული თამაშების ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კარგად არის განვითარებული და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. მიუხედავად ამისა, ბაზრის დეტალური შესწავლა დღემდე არ მომხდარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა წარმოადგენს ამ ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების პირველ მცდელობას. ანგარიშში მიმოხილულია ამ სფეროს მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და წარმოდგენილია ბაზრის ძირითადი მახასიათებლები: სტატისტიკური მონაცემები, ძირითადი მოთამაშეები და მათი მფლობელების შესახებ საინტერესო ინფორმაცია.

ფინანსური მაჩვენებლები

სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, რომლის დროსაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 3.2-ჯერ, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა 2010 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. საგრძნობი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2012-2013 წლებშიც.

2013 წელს აზარტული და სხვა ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშემოსავლების დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს.

2013 წელს აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ დაწესებულებებში დასაქმებული იყო 5 046 ადამიანი, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 0.3% შეადგენს.

2014 წელს ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, შეწყდება და სათამაშო ბიზნესის შემოსავლები შემცირდება: აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ 2014 წლის I და II კვარტალში მხოლოდ 338.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზრის ძირითადი მოთამაშეები

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედი საწარმოების საერთო რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. აქედან 32 მსხვილი საწარმოა. ამ ტიპის ბიზნესი ყველაზე ფართოდ გავრცელებული არის თბილისში, რომელსაც მოსდევს ბათუმი და ქუთაისი.

32 მსხვილი საწარმოდან ოთხის მფლობელი პოლიტიკური პარტიების შემომწირველებში ფიგურირებს:

შპს GEOBET-ის და შპს „კონტრასტ +“-ის მფლობელმა თეიმურაზ უგულავამ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა.

შპს „სლოტ გლდანის“, შპს „წითელი და შავის“ და შპს „ევროკაპიტალის“ მფლობელმა ვლადიმერ ბაკურაძემ იმავე პერიოდში ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 50 000 ლარი შესწირა.

შპს betwin-ის მფლობელმა ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 000 ლარი შესწირა.

2013 წლის მაისში „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორიცაა.

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ სათამაშო ბიზნესში ერთადერთი კომპანიაა, სადაც წილებს (70%) „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით სახელმწიფო ფლობს.

რამდენიმე შემთხვევაში შეუძლებელია კომპანიის მფლობელების დადგენა, რადგანაც ისინი უცხო ქვეყნაში ან ოფშორულ ზონაში არიან რეგისტრირებულნი:

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები: „ქართული კაზინოს ჯგუფი” - ნიდერლანდები (75%); „დეიდრიმ უნივერსალი,” დიდი ბრიტანეთი (100%);

ოფშორულ ზონაში რეგისტირებული კომპანიები: „მონაკო“ – კვიპროსი (100%); „საქართველოს ლატარიის კომპანია“ – ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), (30%); „კაზინო აჭარა“ – კვიპროსი (10%), ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) (90%); „ლიმონი 2009“ – მალტა (100%).

საქართველოს გარდა, კომპანიების მფლობელებსა და დირექტორებს შორის არიან რუსეთის, თურქეთის, სომხეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გეგმავს კვლევის მომავალშიც გაგრძელებას და მეორე ანგარიშის გამოცემას, რომელშიც ძირითადი აქცენტი გაკეთდება ჩვენი ორგანიზაციის დაკვეთით შესრულებული გამოკითხვის შედეგებზე და ამ სფეროში არსებული პრობლემების ანალიზზე. მეორე ანგარიშში წარმოდგენილი იქნება, ასევე, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და კონკრეტული რეკომენდაციები",-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42