ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ე.წ. ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გააკეთა.
ჯანელიძის განცხადებით, ის ლაფანყურის საქმის გამოძიების პროცესში ჩართული იყო, თუმცა უკვე ერთი წელია, რაც ამ საქმეს სამსახურის შეცვლის გამო.
თავდაცვის მინსტრი, ლაფანყურის საქმის გამოძიების პროცესის გაჭიანურების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციები აბსურდულია და მისი მხრიდან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება უხერხული იქნება.
"უბრალოდ, ცოტა უხერხულია აბსურდულ განცხადებებზე კომენტარების კეთება, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს საკითხი არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კომპეტენციის სფერო. უკვე ერთი წელია, მე ჩამოშორებული ვარ ამ საქმეს, რადგან თანამდებობა შევიცვალე, ცოტა რთულია ჩემთვის იმაზე საუბარი, რა მდგომარეობაშია გამოძიება, როდის გაიხსნება საქმე და ასე შემდეგ. მე ვიყავი იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც იძიებდა ამ საქმეს და სხვათა შორის ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კარგად გამოძიებულიყო," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






