მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას - პრემიერი
პოლიტიკა - 13:38, 08 Dec, 2014     1294

"საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერმა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე სათანადო რეაგირებისათვის საქართველოს ძლიერი დაზვერვის სამსახური სჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და საქართველოს ხელისუფლების წინმსწრები ინფორმირებულობა რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„გასულ წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების სათანადო მხარდაჭერა. რომ არა ამ სამსახურის მიმართ მათი არაჯეროვანი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყანა ბევრ დიდ პრობლემას აიცილებდა თავიდან. დღეს საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს დაზვერვის სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, რადგან ეს სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პარტნიორ სპეცსამსახურებთან ინტენსიური კავშირების განვითარებას, ასევე, სადაზვერვო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42