ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო. ადგილზე იმყოფება სამინისტროს წარმომადგენელიც. როგორც რეზო ქობალიამ განაცხადა, იგი დევნილებთან შეთავაზების პირობებზე ინფორმაციის მისაწოდებლად არის მისული.
ქობალიას თქმთ, დევნილებთან 3 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის მიხედვითაც ისინი ქირისთვის საჭირო 300 ლარს მიიღებენ.
"დევნილებს ოფიციალურ ხელშეკრულებას ვუფორმებთ, სანამ მუდმივი საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილი, მანამდე ქირით გავიყვანთ. სამინისტრო მათ 300 ლარს გადაუხდის. ამ ეტაპზე 15 ოჯახია ასეთი", - განაცხადა ქობალიამ.
დევნილთა ნაწილი სამინისტროს პირობებს არ ეთანხმება, ისინი ითხოვენ გარანტიებს, რომ სამი თვის მერე უყურადღებოდ არ დარჩებიან.
„დევნილები აფორმებენ სამთვიან ხელშეკრულებას, რის შემდეგაც კიდევ გახანგრძლივდება აღნიშნული ხელშეკრულება, ხოლო ვისაც არ გაუგრძელდება, ისინი იქნებიან ის პირები, რომლებმაც შესაძლოა მიიღონ მუდმივი საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება ჰოსპიტალის შენობას, ეს გადაცემული აქვს სამინისტროს და რეაბილიტაციის შემდეგ დევნილები დაუბრუნდებიან შენობას", - განაცხადა ქობალიამ.
სამხწედრო ჰოსპიტალში 200-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






