იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კოტე კუბლაშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს აღიარება, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია.
ამის შესახებ წულუკიანმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, სადაც კუბლაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.
მისი თქმით, კუბლაშვილი მისი რეფორმატორული სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს.
„მე მას ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურად არ აღიარებს. მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. დღეს თუ არა ხვალ კოტე კუბლაშვილს მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას. იმედია, მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






