დააკავებენ თუ არა ლელა ასლანიკაშვილს - როგორ გაგრძელდება ლეპსის სკანდალი
სოც.მედია - 23:23, 07 Dec, 2014     6043
გრეგორი ლეპსის კონცერტზე ტელეკომანია ,,მაესტროს“ ჟურნალისტის და ოპერატორის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალს ,,ტაბუალას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი კანონის იმ მუხლებს იშველიებს, რომლის თანახმადაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია მსგავსი ქმედების ჩამდენი დააკავოს.

,,ტელეკომპანია მაესტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

მაესტროს ჟურნალისტს რამდენიმე პირმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. სამართალდამცავები ვალდებულები არიან ამ ქმედების ჩამდენები დააკავონ. ისინი უნდა გასამართლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე (შესაძლოა მეოთხე) პუნქტით.

იხილეთ შესაბამისი მუხლი

მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა

1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;

გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42