ჩვენ მომავალი წარმოგვიდგენია თვისობრივად ახალ კოალიციებში - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 19:11, 07 Dec, 2014     1871
„ჩვენი მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია ასევე კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში, ისეთ კოალიციებში როგორიც დამკვიდრებულია ევროპაში“, - ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციის შეჯამებისას გააკეთა.

უსუფაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რატომ არის ესა თუ ის პარტია კოალიციაში და როგორ იზომება მათი წარმატების, თუ წარუმატებლობის ხარისხი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს ინსტიტუტების მმართველობა და დასრულდეს დემოკრატი, თუ ნაკლებად დემოკრატი ლიდერების მმართველობა.

,,ჩვენ გუნდს აქვს პატივი და პასუხისმგებლობა, გაუმკლავდეთ იმ ამოცანებს, რაც არის ქვეყნის გარშემო, იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას ემუქრება, რათა საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი მოთამაშე უნდა იყოს საქართველოს ძლიერი მოქალქე და მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი და აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ არჩევნებში წარმატება, ან წარუმატებლობა დამოკიდებული იყოს ძლიერ ლიდერებზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ფულზე, გარე ფაქტორებზე, სხვა ქვეყნებზე და ა.შ. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე ძლიერი იყოს, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მათთან ერთად ვისთანაც ჩვენ 2012 წელს წარმოუდგენელ წარმატებას მივაღწიეთ, უნდა დასრულდეს იმ საკითხების მოგვარება, რომელსაც ჩვენ დავპირდით ხალხს. ამ თვალსაზრისით, რესპუბლიკური აპრტია ჰპირდება თავის პარტნიორებს, რომ იქნება უფრო ენერგიული, მეტად მშრომელი და პრინიცპული და ამასვე ელის ყველა პარტნიორისგან. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები კოალიციის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი გუნდი არის პოლიტიკური პარტია და ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით. ამიტომ მომავალი ასევე წარმოგვიდგენია კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში, ისეთში, როგორიც დამკვიდრებულია ევროპაში, იქ, სადაც კოალიციური შეთანხმებაა განმსაზღვრელი და საზოგადოებისთვის ცნობილია, რატოა ესა თუ ის პარტია ამა თუ იმ კოალიციაში და როგორ იზომება ჩვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ხარისხი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" მიერ დასახულ ამოცანებს გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ პარტიის მიზანია ლიბერალური და თავისუფალი იდეების გავრცელება.

„ის თავისუფალი საქართველო, რომელსაც მალე ვიხილავთ, ბოლომდე თავისუფალი საქართველო, უნდა იყოს თავისუფალი მოქალაქეებით დასახლებული. ის ძლიერი მოქალაქე ვერ იქნება მოქალქე, თუ არ არის თავისუფალი, განათლებული და დაცული ჯანმრთელობის და სხვა სოციალურ საკითხებში“, - აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42