,,მე დავსჯი მხოლოდ ერთ ადამიანს... იმაზე მალე, ვიდრე ივანიშვილი რუსეთში გაიქცევა“ - სააკაშვილის სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 18:08, 07 Dec, 2014     15881
ჩვენ რეალური მილიარდების ნაცვლად შემოგვთავაზეს ივანიშვილის მითიური მილიარდები, რომ თითქოს ამას მისცემდა ხალხს, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეკრებილ აზერბაიჯანელ სტუდენტებთან სკაიპით ჩართვის დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. ექსპრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა დარჩა ეკონომიკაში შემოსული მილიარდების გარეშე და რაც ქვეყანაში გაფუჭდა, ყველაფერი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის პირადი ინიციატივა იყო.

,,ბიძინა ივანიშვილი მიჰყვება თავის გეგმას, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავის ხელდასმულ თანამდებობის პირებს გააკეთებინა ყველაზე შავი საქმეები, დააჭერინა ხალხი, აღაძვრევინა ყველა სიბინძურეზე საქმები, გააფუჭებინა საქართველოს შიდა პოზიციები და ახლა უბრუნდება თავის პირვანდელ გეგმას, რომ არაფერზე პასუხს არ აგებს და შეუძლია ძალიან წყნარად დაბრუნდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ოფიციალურად. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლებში გაფუჭდა იყო ივანიშვილის პირადი ინიციატივა. ივანიშვილმა მიაბა ქართული ეკონომიკა რუსულ ეკონომიკას და გასახარი რომ არაფერი გვქონდა დღეს გამოჩნდა -რუსულ რუბლთან ერთად ქვემოთ მიდის ლარი. რუსეთის გაღატაკებასთან ერთად საქართველში შეიქმნა პრობლემები და ეს ყველასთვის ნათელი იყო გარდა რუსი ოლიგარქისა. ივანიშვილმა გააჩერა ყველა დიდი პროექტები, მათ შორის ლაზიკის პორტი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მან გააჩერა გონიოს, სვანეთის განვითარების პროექტები, მაღალმთაინი აჭარის, მკვეთრად შენელა გზების მშენებლობა. ეს ყველაფერი არის საქართველოს ეკონომიკასა და ხალხი დასაქმებაში არშემოსული მილარდობით ლარი. ჩვენ რეალური მილიარდების ნაცვლად შემოგვთავაზეს ივანიშვილის მითიური მილიარდები, რომ თითქოს ამას მისცემდა ხალხს. ჩვენ დავრჩით ეკონომიკაში მილიარდიანი ინვსტიციების გარეშე და ივანიშვილის ფული დარჩა იქ, სადაც იყო, მის ჯიბეში. ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, რომ შეაწმინდოს სხვას ხელი და დაბრუნდეს და ბოლომდე აიღოს სადავეები, უნდა განიმარტოს... ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ნორმები, რომლის მიხედვითაც მთავარმა პასუხისმგებელბმა პირმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე. მე პირადად ვიქნებოდი მომხრე იმისა, რომ არცერთ სხვა თანამდებობის პირს, იმ მომენტისთვის, როცა ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას, არავის არ ვაგებინოთ პასუხი, საქართველოს არ აქვს შურისძიების დრო. ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ერთი პირი, ეს არის რული ოლიგარქი ივანიშვილი.

ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა იმ პროკურორს, რომელსაც ის სასახლეში იბარებს, ყველა იმ ეკონომიკის მესვეურს, რომელსაც ის იბარებს და ანგრევინებს საქართველოს ეკონომიკას - დაადოკუმენტიროს ეს, რადგან დადგება მომენტი, როცა ივანიშვილი დააპირებს რუსეთში გაქცევას და ჩვენ მას არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, მხოლოდ მას და არავის მის გარდა. ეს მომენტი დადგება ძალინ მალე და ეს მომენტი უნდა დადგეს იმაზე მალე ვიდრე ივანიშვილი და რუსეთი ერთად განახორციელებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პროექტს ან რუსეთის დედაქალაქისთვის პირდაპირი გზის გახსნას საქართველოზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42