განათლების სამინისტროს თანამშრომელზე ალექსანდრე შელიაზე თვენახევარში ხელფასის სახით 143 ათასი ლარის გაცემას ,,ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა, „რამდენად მიზანშეწონილი და მორალურია, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე, სადაც ბოლო ათი დღის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ თითოეულ ჩვენგანს ჯიბიდან 100 დოლარზე 20 ლარი ამოგვაცალა, სადაც პროდუქტები გაძვირებულია, ადამიანი თვენახევარში 143 ათას ლარს იღებდეს. ალექსანდრე შელია დღეში იღებს იმაზე უფრო დიდ თანხას, ვიდრე ეს 20 პენსიონერის შემოსავალია“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
თამარ სანიკიძემ განათლების სამინისტროს თანამშრომელზე გაცმულ 143 ათასლარიან ხელფასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ,,ალექსანდრე შელიას ანაზღაურება ხორციელდება არა საბიუჯეტო სახსრებიდან, არამედ გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.“
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან" განმარტავს, რომ სანიკიძე ტყუის, როცა ამბობს, რომ თანხა გაიცა არა ბიუჯეტიდან არამედ გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან.
,,მას შემდეგ რაც საჯარო გახდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს თანამშრომელმა ხელფასის სახით მიიღო 143 ათასი ლარი თვენახევარში, დიდ ინტერესით გავეცანი იმ დოკუმენტებს, რომელიც საჯაროა, ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რომელიც არის პირაპიდ შეურაცხყოფა განათლების სისტემის.
დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ სამინისტროს თანამშრომელმა ხელფასის სახით აიღო 143 ათასი ლარი. თუ ამას სამუშაო დღეებზე გადავთვლით, გამოდის, რომ დღეში ის იღებდა 4 ათას ლარს. და ეს იმ პირობებში, როცა ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი არის 400 ლარი თვეში. გარდა იმისა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, სიტუაციას უფრო ამძიმებს მავნებელი მინისტრის სანიკიძის განცხადება. ის ეცადა ამის ,,გაპრავებას“ ისეთი უსუსური და ამაზრზენი ტყულით, რომ ამით მთლიანად სამინისტროს და საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა.
სამინისტროს ახსნა-განმარტებით წერილში წერია, რომ თურემ ეს იყო გრანტის ფული და აქედან გამომდინარე, არაფერი ცუდი არ მომხდარა“, - აცხადებს შაშკინი და კონკრეტულ იურიდიულ ნიუანსებს განმარტავს, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციბიდან ამა თუ იმ პროექტისთვის თანხების გამოყოფა.
,,ბუნებრივია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის იურიდიული ნიუანსები. საქართველოს ბიუჯეტი შედგება როგორც გადასახადებისგან ასევე საშემოსავლო ნაწილისგან, ასევე სესხებისგან და გრანტებისგან. ანუ სახელმწიფო იღებს გრანტებს საერთაშორისო და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და არის ისეთივე ნაწილი ბიუჯეტის, როგორც თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები, ეს აისახება ჯამურ ბიუჯეტში. მაგალითად, როცა ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ უნდა აიღოს სესხი საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან, სანიკიძის ლოგიკით გამოდის, რომ ეს არ არის ბიუჯეტის ფული. ეს ყველაფერი არის ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილი, ორგანიზაციამ სახელმწიფოს მისცა და არა კონკრეტულად სანიკიძის უწყებას“, - აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მინისტრის განმარტებით, განათლების სამინისტრო ვალდებული იყო ამ პროექტის განსახორციელებლად, როგორც წესი, ტენდერი გამოეცხადებინა.
,,ნაცვლად იმისა, რომ 143 ათას ლარზე გამოცხადებულიყო ტენდერი, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ სხვადასხვა კომპანიები, განათლების სამინისტრომ ტენდერების გვერდის ავლით, პირდაპირ გაუფორმა ერთ ადამიანს ხელშეკრულება.
მაგალითს მოგიყვანთ, დაახლოებით 7-8 წლის წინ მსოფლიო ბანკმა მისცა განათლების სამინისტროს გრანტი სკოლების ასაშენებლად, ამ გრანტით აშენდა სკოლები სხვადასვხა რაიონებში, ეს ფული ჩაირიცხა ბიუჯეტში, სკოლების ასაშენებლად გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანია განახორციელა ეს სამუშაო. ახლაც იგივე ხდება, მხოლოდ სხვა ორგანიზაცია აძლევს ფულს საქართველოს სახელმწიფოს მიზნობრივად და ის ირიცხება ბიუჯეტში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. თქვენ თუ წაიკითხავთ ხელშეკრულებას დონორსა და გრანტის მიმცემსა და სხელმწოს შორის, არსად არ წერია, რომ ეს პიროვნება უნდა აიყვანონ სამსახურში, იქ წერია, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად გაძლევთ 143 ათას ლარს. ეს გახდა ბიუჯეტის ფული. განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა დეპარტამენტმა პირდაპირ დადო ხელშეკრულება ერთ ადამიანთან და გადაუხადეს ფული. რა მნიშვნელობა აქვს ის საქართველოს მოქალაქეა ამერიკის თუ ზიმბაბვეს? მას გადაუხადეს თვენახევარში ბიუჯეტის ფული. ასეთი ხელფასები აქვთ მსოფლიოს მსხვილი კომპანიების, მაგალითად გაზპრომის და მსხვილი ბანკების ტოპ-მენეჯერებს. დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე საერთაშორისო ორგანზიაციმ მისცა ეს ფული... მათ რომ სდომოდათ ამ ადამიანის აყვანა, აქვთ უფლება, რომ პირდაპირ გაუფორმოს ხელშეკრულება და მისცემდა ფულს. საერთაშორსო ორგანიზაციები ასეთ დროს, ქირაობენ ხალხს“, - აცხადებს შაშკინი და განმარტავს, რომ განათლების სამინისტრო ბიუჯეტის გვერდის ავლით ამ ფულს ვერ მიიღებდა. შაშკინის თქმით, ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს არის შრომითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც პიროვნება შელია იღებს 143 ათასს ხელფასის სახით.
,,ბიუჯეტმა სამინისტროს შესაბამის კოდზე ჩარიცხა თანხა და მიზნობრიობაში ჩაწერა, რომ უნდა იყოს შესრულებული კონკრეტული სამუშაო, ამ ადამიანის გვარ სახელი არსად არ არის ჩაწერილი. ჩვენ დროსაც იყო ბევრი ასეთი შემთხვევა, გრანტებს აძლევდნენ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. ინტერნეტში განთავსებულია ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველეზეც ეს ადმაინი იღებს 143 ათას ლარს, ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის შრომითი ხელშეკრულება, იქ არ წერია რაიმე პროდუქტის შესყიდვა. დოკუმენტს აწერია შრომითი ხელშეკრულება, ანუ ეს არის ხელფასი. ძალიან მიკვირს დღევანდელი ეს სიტუაცია, მე კარგად მახსოვს, როცა ბიძინა ივანიშვილი უნივერსიტეტის რემონტს ახორციელებდა, რამდენად მკაცრად კონტროლდებოდა ქართუს ფონდის მიერ მისი ხარჯვითი ნაწილი. აქ ქართუს მაგივრად არის გაეროს ფონდი, რომელიც 143 ათას ლარს აძლევს თვენახევარში“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






