ამის შესახებ განცხადებები, ოზურგეთის მერმა, ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლებისა და "პატრიოტული ალიანსის" აქტივისტების მიერ, გუშინ, ამავე დაწესებულების წინ გამართულ .საპროტესტო მიტინგზე-მოთხოვნებით - ”შესწავლილ იქნას ინსტიტუტის გასხვისების კლანონიერება“-გააკეთა.
“გაუგებარია, რამდენად კანონიერად მოხდა ამ ინსტიტუტის გასხვისება,შენობიდან ძალისმიერი მეთოდით გამოგვიყვანეს. არაერთი განცხადება შევიტანეთ სხვადასხვა ინსტანციაში, ამ ეტაპზე პროკურატურა განიხილავს მისი კანონიერების საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა. სუბტროპიკული დარგის განვითარება შეიძლება მეცნიერების გარეშე? სანამ ძიება მიდის ხომ შეიძლება შევაჩეროთ ნგრევა. რა ბედი ელის ასწლოვან წიგნებს, რომლებიც დარბაზიდან გამოიტანეს და ვინ იცის, რა პირობებში ინახება.ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს დაიდო ეკონომიკის სამინისტროსა და აწ გარდაცვლილ კახა ბენდუქიძეს შორის ითვალისწინებდა აღნიშნულ კომპლექტში სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას - აღნიშნეს ინსტიტუტთან შეკრებილებმა.
ბეგლარ სიორიძე:" ძალიან კარგად ვიცი და მესმის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა, კარგად მახსოვს მისი წარსულიც. სამწუხაროა, რომ დღეს იგი ამ სახით წარმოგვიდგება. პირველ ყოვლისა, უნდა გავიგოთ თუ რამდენად კანონიერად მოხდა შენობის გასხვისება, პრობლემა ვერ გადაწყდება ქალაქის მერიის დონეზე, ცენტრალური ხელისუფლება უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. დავწეროთ კოლექტიური წერილი, რომ დაიწყოს აღნიშნული თემის ძირეული მოკვლევა. გნებავთ, შევქმნათ კომისია, რომელიც შეაგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას."-განაცხადა მერმა.
თემურ რევიშვილი: „აგრარული უნივერსიტეტის“ წარმომადგენელი; ინსტიტუტის დირექტორი: "ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა, სჯობს სამართლებრივ ჭრილში განვიხილოთ საკითხი, შეგახსნებთ, რომ შენობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რომელშიც ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, კეთდება თანამედროვე დონის ამერიკული კვლევის ლაბორატორია. მე შემიძლია დაგათვალიერებინოთ მიმდინარე სამუშაოები, თუ რისი განხორცილებაც იგეგმება".
ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „აგრარულ უნივერსიტეტს", საკუთრებაში, 2011 წელს გადაეცა.
მომავალი წლის დასაწყისში, იქ, დაგეგმილია, თანამედროვე დონის ამერიკული კვლევის ლაბორატორიის მშენებლობა, რის შემდეგაც, ოზურგეთის გარეუბანი, დასავლეთ საქართველოს მეცნიერული ცენტრი უნდა გახდეს.
მასალა მომზადებულია ,,გურიის მოამბის" მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






