პარტიულ კონფერენციაზე რესპუბლიკელები სადამფუძნებლო დეკლარაციისა და საარჩევნო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გამართავენ მსჯელობას და პარტიულ პოზიციებს შეიმუშავებენ.
კონფერენციაზე რესპუბლიკური პარტია შემდეგ საკითხებს განიხილავს:
• პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი
• კონსტიტუციური რეფორმა: თვითმმართველობა, საარჩევნო სისტემა, სამართალდამცავი სისტემა
• საგარეო და უშიშროების პოლიტიკის გამოწვევები
• სოფლის მეურნეობა და აგრარული პოლიტიკა
„მნიშვნელოვანია, კოალიციის ეფექტურობა და წინასაარჩევნოდ დასახული რეფორმების დაჩქარება ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის. ამ პროცესში რესპუბლიკური პარტია ორიენტირებულია, თანამშრომლობის გზით, სამომავლოდ მიაღწიოს კოალიციურ შეთანხმებას“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
რესპუბლიკური პარტია, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, კოალიციის დაარსების დღიდან მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკური პროცესების სისტემატურ ანალიზზე, რაზეც პარტიის მიერ წარმოდგენილი კოალიციის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა მოდელზე გამოქვეყნებული პარტიის 26 ოქტომბრის საჯარო განცხადება მეტყველებს.
კონფერენციას ესწრებიან დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ზურაბიშვილი, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და რესპუბლიკური პარტიის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






