ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კარგად მომზადებული პროვოკაცია- გია ლორთქიფანიძე
პოლიტიკა - 23:30, 06 Dec, 2014     3807

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძემ ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა და სახალხო დამცველის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში ცხოვრების და წვრთნის საქმეს გია ლორთქიფანიძე კურირებდა.

„არანაირი შეხება არც ჩამოყვანასთან არ მქონია, ჯერ საერთოდ იძახდნენ რომ 120 კაცი ჩამოიყვანესო, შემდეგ როგორც დადგინდა რამდენიმე კაცი აგვისტოშია ჩამოსული, იმ დროს როდესაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა. თუ ვინმე ჩამოვიყვანე და დავაბინავე, ამის გადამოწმება მათთვის არანაერ სირთულეს არ წარმოადგენდა, იძახიან რომ შსს-ს და ტავდაცვის სამინისტროს ბაზებზე გადიოდნენ წვრთნებს, ამის გადამოწმებაც ძალიან მარტივი იყო.

კომისიის წევრები დადიოდნენ პანკისის ხეობაში, ერთი წლის განმავლობაში გამოკითხეს 14 კაცი და ეკითხებოდნენ “შენ ხომ არაფერი გაგიგია?იმას ხომ არაფერი გაუგია?“

ხომ შეიძლება გაერკვიათ გაცემულია თუ არა ამ ჩეჩნებზე რაიმე დოკუმენტი, შეეძლოთ გამოეკითხათ სპეცრაზმის წევრებიც, მართლაც მათთან იყვნენ თუ არა ის სამი სპეცრაზმელი.“- აცხადებს ლორთქიფანიძე.

გია ლორთქიფანიძემ კომენტარი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავების მხრიდან გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზეც გააკეთა. მისი თქმით ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და სავარაუდოდ გაკეთებული განცხადებებისა. თუმცა აცხადებს, რომ სამი დღის შემდეგ, როდესაც ყველა გარემოება დადგინდა სამართალდამცავებმა დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელეს.

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კარგად მომზადებული პროვოკაცია, რომელშიც სპეცსამსახურები იყვნენ ჩარეული, შეიარაღებული ჯგუფს საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას არავინ მისცემდა. ამათაც მაქსიმალურად კონსპირაციით გააკეთეს ისე, რომ ეს ცნობილი არ გახდა მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ეს რომ ცნობილი თავიდანვე გამხდარიყო, საქმე აქამდე არ მივიდოდა.“- აცხადებს ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძე ამ მოვლენების შესაძლო განვითარებაზეც საუბრობს:
„ჯგუფს რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა მოეხერხებინა, ისინი საზღვარს ბოლომდე ვერ გადალახავდნენ და მათ უკან მობრუნება მოუწევდათ რუსეთის კანონით კი მათ სამსახურებს აქვთ უფლება დივერსიული ჯგუფის მიმართ ოპერაცია ნებისმიერ ტერიტორიაზე ჩაატარონ, ამის შედეგად ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფის დევნის მოტივით შემოიჭრებოდნენ“- განაცხადა ლორთქიფანიძემ „განსხვავებულ აქცენტებში“

ლორთქიფანიძის თქმით, ის პანკისის ხეობაში მას შემდეგაც იმყოფებოდა, რაც გავრცელდა ხმები, რომ ჩეჩნები მის მიმართ შურისძიებას აპირებდნენ, მისი განცხადებით ის სოფლის უხუცესებს და ვაჰაბისტებს შეხვდა და ყველა შეკითხვას პასუხი გასცა, მისი თქმით ამ შეხვედრას თხოვნის მიუხედავად არ დაესწრო ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა , რომელმაც შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42