მთავრობა ოლიგარქის ხუშტურებზე დადის- ზურაბ ჯაფარიძე
პოლიტიკა - 21:45, 06 Dec, 2014     1675
"ნაციონალური მოძრაობის" აღამსრულებელი მდივნის, ზურა ჯაფარიძის თქმით, "გვყავს მთავრობა, რომელიც მომართულია ემსახუროს ოლიგარქს და არა ხალხს," - ამის შესახებ ჯაფარიძემ "კურიერთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას 2 წელია, არა აქვს გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა და "2 წელია, ბიუჯეტს ვერ ასრულებს, რაც კარგად გვაჩვენებს, თუ ვის ხელში ვართ".

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ამ ხელისუფლებას არ შეუძლია, რადგან "ეს შეუძლებელია ივანიშვილის ხელში, რადგან ქვეყანას მართავს ოლიგარქი და გვყავს მთავრობა, რომელიც მომართულია, ემსახუროს ოლიგარქს, იაროს მის ხუშტურებზე და არაა მომართული, რომ ემსახუროს ხალხს. წარმოუდგენელია, ამ ორ მიზანს ერთდროულად მიაღწიოს მთავრობამ".

"ეს პრობლემები გამოიწვია იმან, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წასულიყო რევიზიონისტული გზით და შეეცვალა ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ჰქონდა წინა წლების განმავლობაში.ამ რევიზიონისტულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში გაუარესდა საინვესტიციო გარემო, ზოგადად გაჩნდა არასტაბილურობის განცდა, რის გამოც ქვეყნის შიგნითაც ბიზნესები დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებულები იყვნენ და ახლაც მაინცდამაინც დიდი აქტივობა ინვესტიციების განხორციელების მხრივ არ იგრძნობა. ასევე გარე ინვესტორებისთვისაც აქ არსებული გარემო არის სრულიად არაპროგნოზირებადი, არავინ იცის ხვალ მთავრობა რა ახალი, მე ვიტყოდი, სულელური ინიციატივით გამოვა. ამ არასტაბილურობის განცდის გამო არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას გაუჩნდა პრობლემები" - განმარტა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში მდგომარეობას გამოასწორებს ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარულ ბაზარზე ინტერვენცია, რაც გულისხმობს რეზერვების ნაწილის გამოყენებას ლარის კურსის დასტაბილიზების მიზნით. ასევე, ჯაფარიძის აზრით, უმჯობესია ბიუჯეტი გაირღვეს, ვიდრე წლის ბოლო თვეში მოხდეს თანხების დახარჯვა.

"მე მგონია, რომ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, რომელსაც აქვს იმედი, რომ ეს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს, რადგან გვყავს ოლიგარქი,რომელსაც აქვს სხვა მიზნები და გვყავს მთავრობა, რომელიც მომართულია ემსახუროს ამ ოლიგარქს და არ არის მომართული, რომ ემსახუროს ხალხს. ეს ორი სხვადასხვა მიზანია და შეუძლებელია მთავრობამ ამ ორ მიზანს ერთნაირად მიაღწიოს" - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი პროგნოზსაც აკეთებს და ეთანხმება ფინანსთა მინისტრს, რომ ლარი ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება. თუმცა, გარდა ამისა, გაძვირდება იმპორტი. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიმატებს ფასები პროდუქტებსა და წამლებზე. "საარსებო მინიმუმი უკვე ასცდა 160 ლარს," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42