ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართველი დიპლომატებისადმი მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:38, 06 Dec, 2014     968

საქართველოს ყოფილი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში, ზურაბ ჭიაბერაშვილი დიპლომატებისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც ის მათ გააზრებული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს და იმედს იტოვებს, რომ დიპლომატები მიხვდებიან ვის სამსახურში არიან, ქვეყნის თუ ოლიგარქის.

ჭიაბერაშვილი საუბრობს იმასთან დაკავშირებითაც თუ როგორ არასწორ დავალებას იღებს თბილისიდან, უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება:

"ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, მძიმე სანახავი იყო კიევში, რუსული სააგენტო "ინტერფაქსის" პრეს-კლუბში, ხაინდრავა-დოლიძის "პრესკონფერენციაზე" თითქმის ცარიელ დარბაზში უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას დანახვა.

მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას და კიევში საქართველოს საელჩოს უწევს ამ "პრესკონფერენციის" ორგანიზება, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიასთან, საერთშორისო ურთიერთობებთან, საქართველოს და უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან. შეუძლებელია, რომ გამოცდილ დიპლომატს, როგორიც მიხეილ უკლებაა, არ ესმოდეს, რამდენად არასწორ დავალებას იღებს იგი თბილისიდან.

ამ ფონზე არ შემიძლია არ გავიხსენო რამდენიმე თვის წინანდელი ფაქტი, როდესაც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ასევე პირდაპირ ჩართეს ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილ-ზედელაშვილის კლანის სპეც-ოპერაციაში, რომელსაც სახელად ერქვა "ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო კონტრაბანდაში დადანაშაულება". თეიმურაზ შარაშენიძეც გამოცდილი დიპლომატია და მასაც, მიხეილ უკლებას მსგავსად, ასევე შეუძლებელია, არ ესმოდეს, რამდენად არასწორ დავალებას იღებს იგი თბილისიდან.

პირველ რიგში, ქართული საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა: საქართველოს ჰყავს კარგი, პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი დიპლომატები. ვიცნობ რა მათ ნაწილს პირადად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისინი საოცრად შეწუხებულნი არიან შექმნილი მდგომარეობით.

ახლა კი სწორედ მათ, დიპლომატებს, ჩემს ყოფილ კოლეგებს მინდა მივმართო:

ხელისუფლების ცვლილება 2012 წლის 1 ოქტომბერს ბუნებრივი მოვლენა იყო. უფრო მეტიც, თუ გვინდა, რომ საქართველო შედგეს, როგორც სრულფასოვანი დემოკრატია, ხელსიუფლებათა ცვლილება აუცილებელიცაა. წარმომიდგენია, რას იმედივნებდით: ქვეყანა გააგრძელებდა იმავე ხაზს იმავე შემართებით, ოღონდ ერთი დამატებით: ქვეყანამ ნაბიჯი გადადგა წინ.

რა თქმა უნდა, ქართველ დიპლომატთა ნაწილი მაშინვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ოლიგარქის მმართველობის მიმართ, მაგრამ ისინიც კი არ ელოდნენ ქვეყნის საგარეო თუ საშინაო მდგომარეობის იმგვარად დამძიმებას, რასაც დღეს ვხედავთ. ისინი კი, ვისაც თავიდან ოლიგარქის იმედი ჰქონდათ, საგონებელში არიან ჩავარდნილი, განსაკუთრებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამდებობიდან ღირსების ყოველგვარ ნორმებთან შეუთავსებელი მეთოდით გაგდების შემდეგ.

მაგრამ დღეს პრობლემა უკვე ის კი არაა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა, მოდუნდა და უწინდელი ორიენტირი და შემართება დაკარგა. პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველები მას ქვეყნისთვის საზიანო, საკუთარი პოლიტიკური ახირების იარაღად იყენებენ. თუნდაც 3 თვის წინ დიპლომატს შეიძლება ეფიქრა: შეიძლება წინ ვერ მივიწევთ, მაგრამ არც ქვეყნისთვის საზიანო საქმეს მავალებენ.

მდგომარეობა, რაშიც დღეს მიხეილ უკლებაა, ყველაზე შეიძლება გავრცელდეს. არადა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა წარმატებული რომ იყოს, მას სწორი ხედვის მქონე პოლიტიკური მმართველობა და არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ თავის თავში დარწმუნებული, პოლიტიკური მმართველობისაგან დაფასებული, ღირსებაშეულახავი დიპლომატები სჭირდება. დღეს ქართველი დიპლომატები მძიმე მდგომარეობაში არიან და კაცმა არ იცის, რა ელით მათ.

რა შეიძლება ვურჩიო მათ?

დიპლომატი ომის ველზე გასული ჯარისკაცივითაა. ყველა ცვლილება ზურგში დაუყოვნებლივ აისახება მათ ბრძოლისუნარიანობაზე. პოზიციის მიტოვებაც რთულია: თავი რომ დავანებოთ უამრავ პირად პრობლემას, რაც სამსახურის დაკარგვასთანაა დაკავშირებული, სულ გრჩება ეჭვი - საკუთარი მყისიერი გადაწყვეტილებით ქვეყანას ხომ არ ვნებ.

ამიტომ ასეთ მდგომარეობაში გარედან რჩევა საკმაოდ რთულია. ყველამ თავად უნდა შეფასოს: მისი სამსახური ოლიგარქის თუ ქვეყნის სამსახურია.

შეიძლება დღეს მდგომარეობა ვინმესთვის დრამატული არ ჩანდეს, მაგრამ რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, შემდეგია: მდგომარეობა, მათ შორის, საგრეო კუთხით და, მათ შორის, ოლიგარქის ხუშტურების კუთხით, კიდევ უფრო დამძიმდება.

მანამდე კი ისღა დამრჩენია, გამძლეობა და ჩვენს სამშობლოში დემოკრატიასთან შეუთავსებელი „ოლიგარქის მმართველობის“ სწრაფი და დემოკრატიული შეცვლა გისურვოთ. ეს ყვეყანას უამრავ განსაცდელს, თქვენ კი ბევრ პიროვნულ დილემას აგაცილებთ." - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42