გივი თარგამაძემ პრესკომფერენციაზე კორუფციულ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით „ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილი-თამაზაშვილის“ ოჯახმა შექმნა.
"ოჯახური კლანი", როგორც გივი თარგამაძე უწოდებს მთელ რიგ კორუფციულ სისტემებს აკონტროლებს „ანუ შეიძლება ითქვას რომ ეს ოჯახი მთლიანად დაეუფლა სისტემას, მთელი ეს სიტემა არის შექმნილი ერთადერთი მიზნით და ეს არის კორუფცია“- აცხადებს თარგამაძე
"ერთი ადამიანის, ზვიად ჯანყარაშვილის გადაადგილება არ ცვლის თვისობრივად იმ სისტემას, რომელიც 1 წელია ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და გადააბარა „ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილი-თამაზაშვილის“ მაფიოზურ ოჯახს, 1 წლის მანძილზე ამ კლანმა მოახერხა ყველა სარფიანი სფეროს გაკონტროლება, ეს არის ფოსტა, გზები, სარწყავი სისტემა, ხოლო სხვა სფეროებს რაც შეეხება, ამ ხნის განმავლობაში ეს ოჯახი აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, რამაც კიდევ ერთი სიმახინჯე შექმნა ქვეყანაში.
ახლა მე შემიძლია ჩამოგითვალოთ, როგორ განაწილდა კადრები მთელ ქვეყანაში შინაგას საქმეთა სამინისტროდან.
მინისტრ ჭიკაიძის მამას თამაზაშვილთან ახლობლობა და ნათესაობა აკავშირებს.
თავდაცვის მინისტრი ჯანელიძე მუშაობდა შ.ს.ს-ში ღარიბაშვილის მინისტრობის დროს და ნათლიმირონობა აკავშირებთ.
სასჯელაღსრულების მინისტრი მღებრიშვილი ასევე არის ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი.
რეგიონების და ინფრასტრუქტურის მინისტრი შავლიაშვილი ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი დანელია ასევე იყო შ.ს.ს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი და შემდეგ საფინანსო-სამეურნეო დეპარტამინტის უფროსის მოადგილე.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ცაბუტაშვილი, არის ჯაყარაშვილის უახლოესი მეგობარი.
ანუ შეიძლება ითქვას რომ ეს ოჯახი მთლიანად დაეუფლა სისტემას, მთელი ეს სიტემა არის შექმნილი ერთადერთი მიზნით და ეს არის კორუფცია. უნდა მოისპოს კულუარებიდან მართვა და ეს ოჯახი უნდა ჩამოსცილდეს მმართველობას."- განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






