ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, ბორის სილევიჩმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით ქართული საარჩევნო კანონმდებლობა მაჟორიტარების ნაწილში ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება.
ბორის სილევიჩის განმარტებით პრობლემურია მაჟორიტარების არჩევისას ხმათა წონადობის საკითხი.
"მთავარი საკითხი არის საარჩევნო კანონმდებლობა. საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც მაჟორიტარებს ეხება, არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, იმიტომ, რომ საარჩევნო უბნების ზომები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პარლამენტის წევრთა არჩევა ხდება ამომრჩეველთა ძალიან განსხვავებული რაოდენობის მიერ," - განაცხადა სილევიჩმა.
სილევიჩიმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო მომავალ არჩევნებამდე მოასწროს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.
მასალის გამოყენების პირობები






