თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სამეგრელოში წაგებულ არჩევნებთან დაკავშირებით ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც გადაცემა „პირველ სტუდიაში“ ალასანიამ განაცხადა, იმ პერიოდში სამეგრელო ყველაზე რთული რეგიონი იყო, რადგან ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშინებული ჰყავდა.
„ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ფაქტები არასდროს იყო დამაჯერებელი ბიძინა ივანიშვილისთვის. არ მინდა რაიმე ფორმით ამ პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე. საარჩევნო გარემოს კუთხით მართლაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ვარჩიეთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა. მაშინ საზოგადოებაში ძალიან დიდი შიში იყო. ეს გამოწვევა ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე და დიდწილად მთელი რეპრესიული მანქანის საკმაოდ წონადი ნაწილი სწორედ სამეგრელოსკენ წამოვიღეთ. ვთვლიდი, იქ უნდა შეხვიდე ბრძოლაში, სადაც ყველაზე მეტად უჭირს საქმეს და შენს თანაგუნდელებს", - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






