შეხვედრა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან
პოლიტიკა - 20:00, 05 Dec, 2014     805

5 დეკემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ასამბლეის ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ბორის სილევიჩს, ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს ბასკლეინს და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კატერინა ბოლონეზეს უკვე ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების, წარმატებული გამოცდილების და გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის განმავლობაში დელეგაცის წევრებმა წინასაარჩევნო გარემო და კენჭისყრის პროცედურები განიხილეს. როგორც ბორის სილევიჩმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით გაართვა თავი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი ურთულესი არჩევნების ორგანიზებას. ევროპის საბჭოს დელეგაცია ასევე დაინტერესდა არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსული განცხადება/საჩივრების რაოდენობით და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესით.

გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს უკვე არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ცესკოს სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი გააცნო, რომელზეც კომისიამ 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 3 დეკემბერს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მათ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42