პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რუსეთის და საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ამ შეხვედრის გამართვისთვის სათანადო ვითარება არ არის.
"არ მგონია, რომ ამ მომენტისათვის, როდესაც ბატონი ლავროვისგან ამგვარ განცხადებებს ვისმენთ, სიტუაცია მისაღები იყოს, რომ შეხვედრა ამგვარ დონეზე გაიმართოს. შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. არ მგონია, რომ დღეს რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედეგის მომტანი იყოს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. დაველოდოთ რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ბაზელში მიმდინარე ეუთოს სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე ისაუბრა და მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრას შესაძლო უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






