წყაროს ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა როგორც დეპუტატების მუშაობით, ასევე სამთავრობო გუნდის და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის, რომლის პოლიტიკური განიარაღებაც დაიწყო.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს საკადრო ცვლილებების განხორციელება საკუთარი გარემოცვიდან მოსთხოვა და მას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის გაშვება ურჩია, ხოლო ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის თანაშემწის თანანმდებობიდან მეგობრის - რომან ჩხენკელის.
უმრავლესობაში საკადრო გადაადგილებაზე არ საუბრობენ რეპუბლიელები, საგანელიძე კი პრემიერის შესაძლო შეცვლას გამორიცხავს. სამთავრობო გუნდში ცვლილებებს და რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც.
სწყარო: for.ge
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერის აპარატმა განცხადება დღეს გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






