სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენს პასუხობს
პოლიტიკა - 19:37, 05 Dec, 2014     1180

სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარის შესაძლო წამების ფაქტებზეა საუბრი.

"ვეხმაურებით 5 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებას. განცხადებაში მოყვანილია სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის ბრალდებულ შ.დ.-ს მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომელშიც პატიმარი აღნიშნავს, რომ თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 13 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბრალდებულ შ.დ-ს მიმართ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სსკ 378-ე მუხლით დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. კერძოდ, ბრალდებულმა N3 დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა შ.დ-მ ბოლო სამი თვის განმავლობაში სარეჟიმო პირობები 15-ჯერ დაარღვია, იგი არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს და გამოირჩევა აგრესიულობით. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატიმარი შესაძლო სასჯელის თავიდან არიდების მიზნით მიმართავს მსგავს ინსინუაციებს და შეცდომაში შეჰყავს უფლებადამცველები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არაერთხელ გაუკეთებია განმარტება და მიუთითებია კონკრეტული საქმეებიც, როდესაც ბრალდებული ან მსჯავრდებული მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით და ცდილობდა ამ გზით მოეხდინა გავლენა ადმინისტრაციისა და გამოძიების გადაწყვეტილებებზე. ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას შეცდომაში შეჰყავს როგორც საზოგადოება, ისე ხელს უწყობს სასჯელაღსრულების სისტემაში დესტაბილიზაციის ინსპირაციას და პატიმართა მხრიდან სხვადასხვა სახის შანტაჟის პროვოცირებას. მივმართავთ სახალხო დამცველს, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რისკები. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დანიშვნის დღიდანვე სახალხო დამცველთან თანამშრომლობისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს, თუმცა, მიუხედავად სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, უჩა ნანუაშვილი არჩევს იხელმძღვანელოს გადაუმოწმებელი ფაქტებით. ამის კიდევ ერთი მაგალითია სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობის კიდევ ერთი შედეგია ის ფაქტი, რომ განცხადებაში ნახსენები გონივრული მიღებისა და განთავსების საკანი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში არ არსებობს. სახალხო დამცველის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, მისი რეკომენდაცია უფრო ზუსტად იქნებოდა ფორმულირებული და არ იქნებოდა დაშვებული არსებითი შეცდომა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ უჩა ნანუაშვილს ექნებოდა ინფორმაცია 13 ნოემბერს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ის მთავარ პროკურატურას მიმართავდა არა საქმის გამოძიების დაწყების, არამედ უკვე დაწყებული გამოძიების ქვემდებარეობით გათხოვის რეკომენდაციით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42