მთავრობამ თავისი საქმიანობის რეკლამირებისთვის 830 000 ლარი დახარჯა
პოლიტიკა - 16:22, 05 Dec, 2014     1468
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის „ცვლილებების ორი წელი“ საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება დაახლოებით 830,000 ლარი დაჯდა. TI-ს ცნობით, ამ მიზნებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები ორჯერ გამოიყო: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 19 სექტემბრის მთავრობის განკარგულებით – 268,000 აშშ დოლარი (468,758 ლარი), ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებით – 363,000 ლარი.

მთავრობის კანცელარიიდან TI-ს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღების მიზნით მთავრობამ ხელშეკრულებები ათზე მეტ კომპანიასთან გააფორმა. შესყიდვები კონკურენტული ტენდერების გარეშე, პირდაპირი შესყიდვების გზით განხორციელდა, თუმცა ეს კონტრაქტები შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით:

დაახლოებით 380,000 ლარის ღირებულების მომსახურება (ვიდეორგოლების განთავსება) მთავრობამ შპს „მედია პორტს“ შეუკვეთა. ამ კომპანიის 60% შპს „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ ეკუთვნის, რომელსაც ოფშორული კომპანია Redeli Management Limited-ის მეშვეობით დავით იაკობაშვილი ფლობს. „მედია პორტი“ შპს „აუთდორ მედია ჰაუსის“ ერთ-ერთი მფლობელია. ამ კომპანიას 2,500 ლარი სარეზერვო ფონდიდან ფილარმონიის მონიტორზე ვიდეორგოლის განთავსებისთვის გადაეცა.

204,730 ლარის ღირებულების 8 ვიდეორგოლი 2012 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს „კორ პროდაქშენმა“ დაამზადა.

128,600 ლარის ღირებულების ბროშურების დამზადება მთავრობამ შპს „ფავორიტი სტილს“ შეუკვეთა. კომპანიის დირექტორი თეონა თაქთაქიშვილია, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში რეგისტრირებულ კომპანია შპს „დამზადებულია საქართველოში N 1“-ის 100%-ის მფლობელია. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შპს „დამზადებულია საქართველოში N1“-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანია ბიზნესის განვითარებისთვის სოლიდურ თანხებს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. კომპანიის, რომელიც სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს აწარმოებს, დირექტორის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ამ ეტაპზე 1,500,000 აშშ დოლარი შეადგინა და საწარმოს ამუშავება 2015 წლის თებერვალში თბილისში უნდა მოხდეს.

„ტელეიმედში" ვიდეორგოლების ეთერში განთავსებისთვის (2014 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე) მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 35,000 აშშ დოლარი გამოიყო.

შპს „კვირის პალიტრისგან“ მთავრობამ 6,320 ლარის ღირებულების საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელების მომსახურება შეისყიდა. ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“ შემავალ საინფორმაციო საიტებზე საინფორმაციო რგოლისა და ბანერის განთავსების მიზნით შპს „ედვერთლაინთან“ 10,643 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კომპანიის მფლობელიც შპს „კვირის პალიტრაა.“

4,720 ლარის ღირებულების ხელშეკრულება (საინფორმაციო რგოლის – რადიო „უცნობში“ განსათავსებლად) მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებულ კომპანია შპს “ედვიჟენს“ გაუფორმდა.

ფიზიკურმა პირმა გოგიტა გოგილაშვილმა ვებგვერდ http://gogaggg.com-ზე საინფორმაციო ბანერის განთავსებისთვის 687 აშშ დოლარი მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42