,,დროა მოსკოვმა შეიგნოს, რომ მსოფლიო არასოდეს აღიარებს სისხლიან ხელისუფლებას“
პოლიტიკა - 16:18, 05 Dec, 2014     987
,,აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთმა სტრუქტურამ, რომელიც თავისთავს ”საგარეო საქმეთა სამინისტროს” უწოდებს, გაღიზიანებული ტონით გამოხატა უკმაყოფილება პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ”Diamonds Voice 2014”-ის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეების ჩატარებასთან დაკავშირებით... მსგავსი პოზიცია რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული არალეგიტიმური დაწესებულების მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა. დროა, მოსკოვმა შეიგნოს, რომ საერთაშორისო სამართალი, მსოფლიო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს ეთნიკური წმენდის შედეგად სოხუმში აღმოცენებულ და ოკუპანტი ქვეყნის ხიშტებზე დამყარებულ მარიონეტულ, სისხლიან ხელისუფლებას, რომელიც შუასაუკუნეობრივი მეთოდებით დღემდე ფეხქვეშ თელავს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველი ერთადერთი ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მის მიერ დანიშნული მთავრობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს და ზრუნვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობაზე - ჩვენთვის უაღრესად ძვირფას თანამემამულეებზე, განურჩევლად მათი ეროვნებისა; გააგრძელებს მსოფლიო საზოგადოებრიობის ინფორმირებას აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად იქ დატრიალებული ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ", - ნათქვამია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტი გამოთქვა ჩეხეთში „აფხაზეთის დღეების“ გამართვასთან დაკავშირებით და განაცხადა რომ დევნილ ხელისუფლებას აფხაზეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და არალეგიტიმურია. მათი განცხადებით აფხაზეთის ავტონომიიური რესპუბლიკის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების ნაწილია და ისინი არ შეიძლება წარმოადგენდნენ აფხაზეთის და აფხაზი ხალხის ინტერესებს. საოკუპაციო რეჟიმი აღნიშნულ ფაქტს საქართველოს მხრიდან პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42