„ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“- ახალი გადაჯგუფება პარლამენტში?!
პოლიტიკა - 15:08, 05 Dec, 2014     4141
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით საგანელიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დაჯგუფებას არ გამორიცხავს, ამასთანავე მისი აზრით უმრავლესობის წევრი განსხვავებული აზრის ქონის მიუხედავად უმრავლესობის პოზიციასა და პრინციპს უნდა დაემორჩილოს.

„ არ გამიკვირდა, რომ „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. საერთოდ, ცხოვრებაში აღარაფერი მიკვირს. კოალიციისგან პრეზიდენტის გამიჯვნა „თავისუფალ დემოკრატებს“ მოეწონათ და თქვეს, ჩვენც მარგველაშვილთან ვართო. „რესპუბლიკელების“ პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო, რადგან მათ პარლამენტში კანონპროექტის სხვა ვარიანტი შემოიტანეს, მაგრამ საბოლოოდ, ისინიც ამ ფლანგს შეუერთდნენ და დაჯგუფდნენ. როცა უმრავლესობის წევრი გქვია, მოგწონს თუ არა, უმრავლესობის პოზიციასა და პრინციპს უნდა დაემორჩილო!“- აცხადებს საგანელიძე.

საგანელიძე მომავალში „ნაციონალების“, „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ პოზიციაზე ყოფნას არ გამორიცხავს, და „რესპუბლიკელების“ და „ნაციონალების“ შესაძლო დაჯგუფებაზეც საუბრობს. საგანელიძის თქმით, მას იმედი აქვს რომ ოპოზიციაში გადასულ „თავისუფალ დემოკრატებთან“ მომავალშიც ითანამშრომლებს.

„არ ვიტყვი, რომ რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს საერთო მიზნები და პოლიტიკური ამოცანები აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ ნაციონალები და რესპუბლიკელები რაღაც პერიოდში დაჯგუფდნენ. დარწმუნებით მხოლოდ საკუტარ თავზე შემიძლია გითხრათ - ნაციონალებთან არც ერთ კოალიციაში, არასოდეს დავჯგუფდები! ამას გამოვრიცხავ, თორემ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შესაძლებელია ბევრი რამ ერთობლივად ვაკეთოთ. გული მწყდება , რომ დღეს სხვადასხვა ფლანგზე ვართ“- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში.

წყარო გაზეთი „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42