ღამეული "რაზბორკა" შუშის სასახლეში- რამ გააცოფა ივანიშვილი
პოლიტიკა - 12:54, 05 Dec, 2014     31493
უკრაინაში "ნაციონალების" აღზევებამ "ოცნების" ელიტაში სრული პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. რა თქმა უნდა, დასაპანიკებელია, როცა ის ხალხი, ვისაც შენ "კაციჭამიად" აცხადებ, შენზე ორჯერ კი არა, ხუთჯერ და ათჯერ დიდ ქვეყანაში წამყვან თანამდებობებზე ინიშნებიან. ამის მერე, სულ რომ ყირაზე დადგე, როგორ გინდა, დასავლეთს დაუმტკიცო, რომ "ნაცმოძრაობის» ხელისუფლების ყოფილი წევრები კრიმინალები და კორუმპირებულები არიან?

ერთი სიტყვით, "ოცნებაში", დიდი "ტრაური" ყოფილა. სიტუაცია იმასაც დაუძაბავს, რომ რამდენიმე დღის წინ მმართველ კოალიციაში სრული "საბრძოლო განგაში» გამოცხადებულა.
"არ მკითხოთ, საიდან და ვისგან ვიცი, მაგრამ რახან ვამბობ, ესე იგი, ვიცი. ამის შესახებ პრესაში ინფორმაციამ უკვე გაჟონა, მაგრამ ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც სრული სკანდალი და ექსკლუზივია... ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1-ელ დეკემბერს, შუაღამისას, ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, სასწრაფოდ ჩემთან მოდი და ის, შენი სიმამრის დისშვილიც მომიყვანეო. გაოცებულა პრემიერი, ხომ მშვიდობაა, ამ ღამის სამ საათზე რომ არ მოვიდეთო. რომ მოხვალთ, მერე გაიგებთ, მშვიდობა არის თუ არაო, _ უთქვამს ივანიშვილს და ტელეფონი გაუთიშავს. რამდენიმე წუთში, ღარიბაშვილი და ჯანყარაშვილი შუშის სასახლეში მართლაც მისულან. ღამის "რაზბორკას", მათ გარდა, კიდევ ერთი-ორი ადამიანი ესწრებოდა. ბიძინა, უბრალოდ, გაბრაზებული კი არა, გაცოფებული ყოფილა. ჰოდა, როგორც კი ჯანყარაშვილი დაუნახავს, უყვირია, აიკარი გუდა-ნაბადი და თვალით აღარ დამენახო. შენი დამსახურებაა, რომ ხალხი დედას უკვე მეც მაგინებსო. ღარიბაშვილს უცდია, სიტუაცია განემუხტა, მაგრამ არაფერი გამოსვლია. არ ვიცი, იმ შუაღამისას, მართლაც, რა მოხდა, მაგრამ ცნობილია, რომ ივანიშვილი ენის ამყოლი კაცია. ალბათ, ვინმემ ჯანყარაშვილზე ენა ისევ მიუტანა, თან ხომ გახსოვთ, ადრეც მოხდა მსგავსი ინციდენტი", _ ამბობს "პრემიერთან» საუბრისას კონფიდენტი, რომლის ვერსიის მიხედვითაც, სწორედ ამ ღამეული "რაზბორკის" მერე ითქვა, რომ შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი და პარტია "ქართული ოცნების» გენერალური მდივანი თითქოს უკრაინაში ელჩად ინიშნება.
"ჯანყარაშვილი არსადაც არ ინიშნება, მაგრამ ამ ხმების გავრცელება, ჩემი ანალიზით, იმიტომ დასჭირდათ, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და თქვან, ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავი ბიძინამ თავიდან კი არ მოიშორა, არამედ, ისე ენდობა, რომ უკრაინაში ელჩად გაუშვაო", _ აღნიშნავს კონფიდენტი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს "ტრიუკი" ჩაფლავდა, რამეთუ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, მიხეილ უკლებამ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და თქვა, რომ თანამდებობა, პროტესტის ნიშნად, არ დაუტოვებია.


ახლა, რაც შეეხება "ოცნების" სხვა ამბებს. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ პარტია "ოცნებაში" მაღალი პარტიული თანამდებობა ეჭირა, "პრემიერთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ ძალაში სრული დიქტატურაა. ეს ადამიანი, გასაგები მიზეზების გამო, საკუთარ ვინაობას არ ამხელს.
ამასთანავე, "პრემიერს" ისიც სთხოვა, რომ მისი ნაამბობიდან ციტირება არ მოახდინოს, რადგან შესაძლოა, ვინმემ მისი გაშიფვრა შეძლოს და სერიოზული პრობლემები შეუქმნას. "პრემიერი" შეთანხმების პირობებს იცავს და იმედს იტოვებს, რომ ეს ადამიანი მალე ვინაობას გაამხელს და ექსკლუზიურ ინტერვიუსაც მოგვცემს.


მანამდე კი, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "ოცნებაში" მთავარი "დიქტატორი", თურმე, გია ვოლსკია, რომელიც უკიდეგანო უფლებებით სარგებლობს და იმაზეც კი ღიზიანდება, თუ რომელიმე თანაპარტიელის მიმართ ხალხი მადლიერებას გამოხატავს.
ასე, მაგალითად, "ოცნების" სათავო ოფისში ერთ-ერთი მაჟორიტარის სახელზე სამადლობელი წერილი მისულა _ მოსახლება მაჟორიტარს მადლობას დაგებული გზისა და სხვა წვრილმანი პრობლემების მოგვარების გამო უხდიდა. წერილი, რასაკვირველია, ვოლსკის ხელში აღმოჩენილა. ჰოდა, "დემოკრატ დიქტატორს" ეს მაჟორიტარი დაუბარებია და ისე გაუთათხავს, იორი და ალაზანიც ვეღარ გარეცხავდა.


_ ასეთი ერთუჯრედიანები როგორ ხართ, რომ ვერ დაიმახსოვრეთ, თუ რამეს გააკეთებთ, თქვენ კი არ უნდა დაიბრალოთ, არამედ უნდა თქვათ, რომ ყველაფერი პარტიამ და ბატონმა ბიძინამ გააკეთა, _ ყვიროდა, თურმე, ვოლსკი, _ ერთი ბატონი ბიძინა არ ყოფილიყო და დეპუტატობა კი არა, პარლამენტში დამლაგებლად მუშაობაც არ გეღირსებოდათ!
"დასჯილ" მაჟორიტარს ვოლსკისთვის სიტყვა შეუბრუნებია და ნამდვილი "მეორედ მოსვლაც" დაწყებულა:
ვოლსკის თანაშემწისთვის დაუძახია და უბრძანებია, მოსახლეობის წერილზე საპასუხო წერილი მოემზადებინა.
_ ჩვენდამი კარგად განწყობილ მედიასაშუალებებს უთხარით, რომ ამ რაიონში გაკეთებული საქმეები გააშუქონ, ოღონდ ისე, რომ რაიონის მაჟორიტარზე სიტყვაც არ თქვან და მთელი აქცენტი ბატონ ბიძინაზე გაკეთდესო.
შემთხვევითი, ალბათ, არც ის გახლავთ, რომ ინტერნეტმედიაში ერთი ახალი ამბავი გავრცელდა, რომელიც უფრო იუმორისტულ "ნიუსს" ჰგავს:
ზურაბ აბაშიძის ნაცვლად, ვიცე-სპიკერი შეიძლება, ნანა ყეენიშვილი გახდეს. ეს ქალბატონი თავის დროზე "წითელი ჯვრის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი იყო და "ნაციონალების" მეურვედ ითვლებოდა.
"2012 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ მოახლოვდა, ნანა, თუ არ ვცდები, მაშინდელ მთავარ პროკურორთან, ზურაბ ადეიშვილთან მივიდა და სთხოვა, რომ "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო სიის გამსვლელ ნაწილში ჩაესვათ, მაგრამ ადეიშვილი რის ადეიშვილი იყო, რომ ყეენიშვილი სათავისოდ არ გამოეყენებინა. ჰოდა, დეპუტატობის მაძიებელ ქალბატონს დავალება მისცა, ჩვენს სიაში კი არ ჩაგსვამთ, არამედ ნემსის ყუნწში გაძვრები, "ოცნებას" დაუახლოვდები და დეპუტატიც სწორედ ბიძინას სიით გახდები, თან იქიდან ინფორმაციებს მოგვაწვდიო. მაშინ "ნაციონალები" ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელისუფლებას გამოემშვიდობებოდნენ. "ოცნებაც" მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ პარლამენტში მეორე ადგილზე გავიდოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და ყეენიშვილი დღეს ლამის "ოცნების" სახეა", _ ამბობს "პრემიერთან" საუბრისას მეორე კონფიდენტი, რომელიც დღემდე "ნაცმოძრაობის" აქტივისტად ითვლება.
მისივე თქმით, იყო დრო, როცა ნანა ყეენიშვილი მიშას ბებიასთანაც დაქალობდა. სხვათა შორის, სკანდალური პოლიტპატიმრების სიაში ყეენიშვილის ოჯახის წევრიც მოხვდა, რაც თავის დროზე სკანდალისა და დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა.

გაზეთი "პრემიერი", გეგა სილაგავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42