"გადადებული ოცნება", რუსული საფრთხე და ივანიშვილის როლი... - The Economist-ი საქართველოს შესახებ
პოლიტიკა - 12:19, 05 Dec, 2014     2785
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია. ნათქვამია The Economist-ის სტატიაშია ნათქვამი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისი ხელისუფლების პირველ წლებში ქვეყანა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით იყო ხმაურიანი.

„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გუნდს გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებდა და თავს ესხმოდა, თვითონ არანაკლებ გაუმჭვირვალე, ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ოფიციალური თანამდებობა აღარ აქვს, ის ქვეყანაში მაინც გადაწყვეტილების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან პირად რჩება. იგი პერიოდულად ეშვება ხოლმე თბილისის თავზე, მთაზე განლაგებული თავისი სამფლობელოდან, რათა პოლიტიკური ნება აისრულოს".

"დღევანდელი საქართველო უმოქმედო და დაბნეულია, რომელსაც მიმართულება არ აქვს", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

სტატიის ავტორები ასევე ციტირებენ საქართველოს პარლამენტის წევრის თინა ხიდაშელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმეებში ჩარევის გარეშე, საქართველოში მოვლენები დღესდღეობით უფრო უარესად იქნებოდა.

ავტორის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო ახლა უფრო მეტად დგას საფრთხის წინაშე, რადგან თუ უკრაინა დაიშლება რუსეთის ზეწოლის გამო, მოსკოვის მომდევნო სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს.

ვლადიმერ პუტინი საქართველოს განიხილავს არა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ როგორც რუკად რუსეთ-დასავლეთის დიდი თამაშისათვის, წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა.

სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ჩარევა ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, მაგრამ ამჟამად კრემლი, როგორც ჩანს, უფრო მეტად საქართველოს პოლიტიკური სისუსტით ისარგებლებს, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთა.

სტატიის თანახმად, კრემლის მხრიდან სამხედრო ინტერვენცია არასდროს არ არის გამორიცხული, იმ შემხვევაში, თუ რუსეთი თავისი გავლენის სფეროში საქართველოს შეტყუებას ვერ მოახერხებს, მაშინ მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზებას ისე მოხდენს, რომ ევროპისათვის რაც შეიძლება უსიამოვნო და მწარე იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები ამ ამოცანის რეალიზებას აადვილებს, წერს გამოცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42