ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობდა დატოვა.
მათი ინფორმაციით, შავლიაშვილი მუშაობას განაგრძობს და ამ წუთებში ის რუსთავში, შემოვლითი გზის მშენებლობის ადგილზე იმყოფება და სამუშაოების მიმდინარეობას დილიდან პირადად აკვირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით შავლიაშვილთან ერთად თანამდებობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რომან ჩხენკელმაც დატოვა.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც არ ფლობენ და არც მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. მათი განცხადებით, არც რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, აკაკი ჩხენკელის და არც რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წავლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






