ლადო გურგენიძის განცხადება უკრაინის მთავრობაში გადასვლასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 09:59, 05 Dec, 2014     2164

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე უკრაინის მთავრობაში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

მისი თქმით, ის საჯარო სექტორიშ გადასვლას არ აპირებს და ყველაზე კომფორტულად თავს კერძო სექტორში გრძნობს.

„დღესდღეობით, მე თავს ყველაზე კომფორტულად კერძო (და არა საჯარო) სექტორში ვგრძნობ. ლიბერთი ბანკი განვითარების ახალ, საინტერესო ფაზაში გადადის, ბევრი დაწყებული და ჯერ დაუსრულებელი ინიციატივა და პროექტი მაქვს Bayport-ში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვარ, Bank of Kigali-საც ჭირდება ჯერ მიხედვა, ხოლო ბოლო დროს დაწყებული სტარტაპ ბიზნესები გამუდმებულ ყურადღებას საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ ნებისმიერი ახალი full-time პროექტის დაწყება, რაოდენ საპატიოც არ უნდა ყოფილიყო ის, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია.

ამავდროულად, არასდროს დამზარებია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გამეწია კონსულტაციები ან რჩევები მიმეცა სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის (და ეს არაერთხელ გამიკეთებია აფრიკაში ბოლო წლების მანძილზე), იმ შემთხვევაში როცა ვგრძნობდი იდეოლოგიურ სიახლოვეს და ადგილი ქონდა ძირითადი ღირებულებების თანხვედრას - ბიზნესში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩაურევლობას, რაც შეიძლება დაბალ გადასახადებსა და რაც შეიძლება ნაკლებ სახელმწიფო ხარჯებსა და რეგულაციებს.

ბუნებრივია, მითუმეტეს არ დავიზარებ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გარკვეული რჩევების მიცემას - თუკი იქნება ამის საჭიროება და თუკი ეს ბევრ დროს არ წაიღებს.

უკრაინა დღეს ძალიან მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, მქონდა რა საშუალება რამდენიმე დღის წინ უშუალოდ გავცნობოდი პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენიუკის მიდგომებსა და რეფორმების კონკრეტულ გეგმებს, გარკვეული ოპტიმიზმი ჩამესახა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ მიდგომათა აბსოლუტური უმეტესობა სწორი და დროულია, და მხოლოდ 2-3 საკითხში მე პირადად ვუსურვებდი უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ლიბერალიზაციის მიმართულებით.

მინდა წარმატება ვუსურვო უკრაინის ახალ მთავრობას“, - წერს გურგენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42