საქართველოს პრეზიდენტს პოლონეტში ვიზიტისას ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირება სთხოვეს, თუმცა თემის კომენტირებაზე მარგველაშვილმა უარი განაცხადა.
„მე არა ერთხელ განვაცხადე , რომ სრული პასუხისმგებლობით ვუპასუხებ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ ყველა პოლიტიკურ შეკითხვას, იქნება ეს დასმული ბატონი ბიძინა ივანიშვილის თუ ბატონი კოჟორიძის ან ქალბატონი გიგაური მიერ.
მაგრამ როდესაც ლაპარაკია ხუმრობის კომენტირებაზე , მე ვფიქრობ რომ ამ მომენტში არ არის ამის დრო“- განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა :“ იუმორით გეტყვით, რაც ჰქონდა პოზიტივი ამ კანონპროექტის განხილვას, „რესპუბლიკელებმა“ და პრეზიდენტმა მოახერხეს ძალიან მოკლე დროში ახალი პროექტების ბევრი ვარიანტი წარმოგვიდგინეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






