სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელსჯეიმს აპატურაი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, გიორგი ბარამიძეს და გიორგი კანდელაკს შეხვდა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ საქართველოში და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, იმ ფონზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ ეს გაგრძელდა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოს შიდაპოლიტკურ ვითარებაზეც ისაუბრეს.
„საქართველოს ამოცანაა, რომ ჰყავდეს მთავრობა, რომელიც იქნება თანმიმდევრული და აქტიური, ყველა ბარიერის მიუხედავად, რომ გააგრძელოს საქართველოს დაახლოება ნატოში გაწევრიანებასთან და არ შეუქმნას ჩვენს ქვეყანას პრობლემა არათანმიმდევრულობით, აბსურდული წარმოებული პოლიტიკით და შიდა პოლიტიკური დევნით, რომელიც, რა თქმა უნდა, ბარიერია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში“, - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






