"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერიას თქმით ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის დასტურია რომ მთავრობას პასუხისმგებლობისაგან გაქცეული ადამიანი მართავს. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველო არის კრიზისში, თუმცა ამას ბიძინა ივანიშვილი ვერ გრძნობს.
"ეს განცხადება არის დემონსტრაცია იმისი რა პრობლემა დგას დღეს საქართველოს წინაშე, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას, დაივიწყა ყველა თავისი დანაპირები. მას პრობლემები პირადად არ ეხება, პირადად ივანიშვილისთვის სიტუცია მართლაც კარგია, მაგრამ საქართველო არის კრიზისში ეკონომიკურში, პოლიტიკურში და ეს განცხადება არის დემონსტრაცია იმისა, რომ მას ეს არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს, სწორედ ამიტომ დემოკრატიული გზით ეს მთავრობა უნდა შეიცავლოს",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






