საქართველოს ეკონომიკას პრობლემები აქვს და მკურნალობა სჭირდება - ონოფრიშვილი
პოლიტიკა - 16:19, 04 Dec, 2014     1749

დავით ონოფრიშვილი აცხადებს რომ მსოფლიოში სრულიად ჯანმრთელი ეკონომიკა არავის აქვს და რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ლარის კურსის ცვლილებაში გამოიხატება. იგი თვლის რომ შესაძლოა ლარის გაუფასურების საკითხი პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდეს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად, რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ეს ლარის კურსის ცვლილებაშიც გამოიხატება. მსოფლიოში სრულიად ჯანმრთელი ეკონომიკა არავის აქვს. ეკონომისტებს უყვართ ავადმყოფთან შედარება – როცა პირი დაავადებულია მას შეიძლება მაღალი პულსაცია ჰქონდეს. საქართველოს ეკონომიკის პრობლემები ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვალებადობაში გამოიხატა და ცხადია, მას გარკვეული მკურნალობა სჭირდება. არის როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორები. გაცვლითი კურსის ცვლილება ყველა მეზობელ ქვეყანაში ხდება, დოლარი მყარდება, თუმცა რიგი ფაქტორები როგორიცაა ინვესტიციების სიმცირე, ექსპორტის შემცირება და იმპორტის გაზრდა ამაზე დამატებით გავლენას ახდენს. მარტივი მდგომარეობა არ არის, რადგან კურსი რეალურად შეიცვალა, მაგრამ არ მგონია კიდევ შორს წავიდეს – არის პიკის ფარგლებში", - განაცხადა დავით ონოფრიშვილი.

რაც შეეხაბა საკითხს ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაცვლით კურსზე სახელმწიფო იგი პასუხობს რომ „ეს ბიუჯეტისთვის პრობლემაა და კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს“.

"ორი წელია რაც ბიუჯეტი არათანაბრად იხარჯება. ეს ბიუჯეტისთვის პრობლემაა და კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. კარგია მომავლისთვის ბიუჯეტის უფრო კარგი დაგეგმვა მოხდეს, რაც მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს არ ეხება. ეს ეხება იმ უწყებებსაც, რომლებიც დაფინანსებას ითხოვენ და საქმე საქმეზე რომ მივა, ფული ანგარიშზე არის, მაგრამ ვერ ხარჯავენ. ეს გარკვეული პრობლემაა, რაც 2 წელია გრძელდება და ამას მთავრობამ უნდა მიხედოს", - განაცხადა ონოფრიშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42