საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. მოსმენეთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეხმაურება.
მისი თქმით, ის რაც პარლამენტში მოხდა, დემოკრატიულობის ზეიმია.
„ვერც ერთ ქვეყანას ნახავთ სადაც არ შფოთავდნენ ხალხი იმაზე, რომ მათ შეიძლება უსმენდნენ. საქართველოც არ არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენ არ ვართ უარესების რიცხვში. ის რაც ხდებოდა პარლამენტში, ეს არის დემოკრატიულობის ზეიმი. ეს იყო ძალიან კარგი, რომ ყველა პარტიამ მოახერხა, საკუთარი უნარის ჩვენება. ყველა კანონი განვითარებას საჭიროებს და მომავალში კიდევ გვაქვს დრო, რომ ეს კანონიც დაიხვეწოს. ნახევრად იუმორით გეტყვით, რომ რაც ჰქონდა პოზიტივი ამ კანონპროექტის განხილვას, „რესპუბლიკელებმა“ და პრეზიდენტმა მოახერხეს ძალიან მოკლე დროში ახალი პროექტების ბევრი ვარიანტი წარმოგვიდგინეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






