ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:11, 04 Dec, 2014     1661

შეხვედრა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ გახსნა და სამინიტროსთან ერთობლივი მუშაობის პერსპექტივებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს რესურსი და მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიის ბაზაზე შეიქმნას სასწავლო ცენტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გურამ ალექსიძემ.

გამომსვლელმა მეცნიერებმა დეტალურად ისაუბრეს სოფლის მეურნეობაში დარგობრივი განვითარების, მიწის რესურსის რეგულირების, დარგის სპეციალისტების მომზადების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეაჯამა. ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია მეცნიერების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მიმდინარეობს.

მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. მოვისმინეთ მეცნიერების მოსაზრებები და შეფასებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებათა აკადემია ჩართულია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის დამუშავებაში. სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ აქტიურად ვითანამშრომლოთ; ვგეგმავთ, სამინისტროს ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ ექსპერტთა საბჭო, რომელთა წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ დარგობრივი განვითარების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შემუშავებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ მეცნიერების მოსაზრებები, ცოდნა და გამოცდილება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42