საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:10, 04 Dec, 2014     1355

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს. ირინე იმერლიშვილმა და სტანისლავ კოჟეიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან და ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

დღესვე ირინე იმერლიშვილმა და სტანისლავ კოჟეიმ ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით გლობალურ, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

პროტოკოლი ითვალისწინებს რეგულარულ კონსულტაციებს შემდეგ საკითხებზე:

უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა;

• ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის კონტექსტში;

• რეგიონალური უსაფრთხოება, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ვითარების გათალისწინებით;

• ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა;

• სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოცდილების გაზიარება;

პროტოკოლის თანახმად, რეგულარული კონსულტაციები პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების ან დეპარტამენტთა დირექტორების დონეზე უნდა განხორციელდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ვარშავაში.

როგორც ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული, მხარეები მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას და კმაყოფილებას გამოთქვამენ მხარეებს შორის წარსულში არსებული თანამშრომლობის მაღალი ხარისხის გამო, რომელიც დაფუძნებული იყო „ურთიერთთანამშრომლობის გეგმის“ ორწლიან ფორმატზე;

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი პოლონეთში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42