პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის განცხადებას ეხმაურება.
„მას შემდეგ რაც საქართველომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რეალობა სხვაგვარად წარმოედგინათ. ევროპა არის ძალიან დიდი სივრცე. აქ არის ბევრი პოლიტიკური ძალა, ბევრი პოლიტიკოსი და ვიცით, რომ ზოგიერთს ასეთი განწყობები აქვს. უმრავლესობა მოტივირებული და მოწადინებულია, მათ შორის, ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოები. უელსის სამიტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნები პოზიციებს გამოხატავენ. ეს პოზიცია არის ურყევი და ძალიან მყარი. ყველაფერი დანარჩენი არის მიმდინარე დისკუსია, დებატები, რომელსაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






