„სააკაშვილი შეთანხმდა პოროშენკოსთან , რომ თუ მისი გუნდი უკრაინაში იქნებოდა წარმოდგენილი და მოხდებოდა მისი რეაბილიტაცია, იმ თანხებს, რომელიც საქართველოდან გაიტანეს, ჩადებდა უკრაინის ეკონომიკაში. შეთანხმება ფულზე გაიყიდა.“- აცხადებს წითელაშვილი.
წითელაშვილის თქმით მიხეილ სააკაშვილი ფინანსური დახმარების გარდა პოროშენკოს მებრძოლებითაც დაეხმარება:
„ სააკაშვილი დაპირდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ მოახდენს „ბოევიკების“ მობილიზებას , გადაისვრიან უკრაინაში და ჩაებმებიან დონბასში საბრძოლო მოქმედებებში. ეს სააკაშვილმა აიღო თავის თავზე, თავისივე დაფინანსებით.“-აღნიშნავს წითელაშვილი
წითელაშვილის აზრით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აქტიურობას უკრაინაში ის მიზეზი აქვს , რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა ქვეყნებმა გარანტიები არ მისცეს და დასამკვიდრებლად უკრაინა შეარჩია:
„ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა ვერ მისცეს გარანტია , რომ რომელიმე ქვეყანაში ხელშეუხებელი იქნებოდა , ამიტომ უკრაინა ამოირჩია.
რამდენიმე ვარიანტი ქონდა საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად , ყველა ვარიანტი ჩაუვარდა და ახალი პლაცდარმი სჭირდება საქართველოში დასაბრუნებლად. ახლა გადავიდა საარჩევნო მომზადებაზე. უნდა უკრაინაში დამკვიდრება და იქიდან თითის ქნევა , რომ დაბრუნდეს ქვეყანაში. სააკაშვილი ტყუილად ფულს არ გადაიხდის . სააკაშვილმა ასეთი პატარა ქვეყანა დაანგრია და ამხელა უკრაინას ააშენებს?“- ამბობს ტრისტან წითელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






