„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ამის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ უნდა დამდგარიყო, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაირღვა ბიუჯეტი.
"უნდა დადგეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრების, როგორც ფინანსთა, ისე ეკონომიკის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. მათი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ შარშან უნდა დამდგარიყო და ახლა მაინცაა ეს გადაწყვეტილება მისაღები. ასევე, ქვეყანამ უნდა გახარჯოს სავალუტო რეზერვები იმისათვის, რომ ლარის გაუფასურების ტემპი შემცირდეს. მთავრობამ წლის ბოლომდე მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ხარჯები. უნდა გაიცეს მხოლოდ სოციალური ხარჯები და ხელფასები უარი ითქვას ნებისმიერი ავანსების გაცემაზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






