ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.
ამის შესახებ ელმარ ბროკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, დებატები ამ ქვეყნების ნატო-ს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია.
"ახლა არ არის დრო, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველოა, ნატო-ში წევრობაზე ვიმსჯელოთ. ნატომ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს კოლექტიური თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებაზე და ყველა წევრის საიმედო დაცვის უზრუნველყოფაზე. მხარს ვუჭერ პოლიტიკური და ფინანსური საშუალებებით უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ევროკავშირმა უნდა გაამართლოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. NATO-ს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებები კი ძალაში რჩება," - აცხადებს ბროკი.
მასალის გამოყენების პირობები






