ე.წ. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას ჩვენც ვიზიარებთ - აპატურაი
პოლიტიკა - 10:12, 04 Dec, 2014     1274

რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. დოკუმენტთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას ნატოც იზიარებს.

ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ თბილისის აეროპორტში განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ე.წ. დოკუმენტთან დაკავშირებით უკიდურესი შეშფოთება გამოხატა.

„მოუთმენლად ველი დისკუსიებს პრემიერ-მინისტრთან და მაქვს შანსი შევხვდე ახალ მინისტრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც გავაკეთებთ იქნება ის, რომ ვიზიტის ფარგლებში ვნახავთ საქართველოსთვის მინიჭებული პაკეტის განხორციელების პროცესს. ეს ძალიან კარგი დასაწყისია. გენერალური მდივანის მოადგილე და მე საქართველოში უახლოეს ხანში ვგეგმავთ ჩამოსვლას, რათა მოვემზადოთ თებერვალში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრების შეხვედრისთვის. გვინდა, რომ მივაღწიოთ პროგრესს. ვიზიტის ფარგლებში ვაპირებ ვისაუბრო პოლიტიკურ ვითარებაზე. გენერალურმა მდივანმა გამოხატა უკიდურესი შეშფოთება რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშრებით. ვიცი, რომ არსებობს შეშფოთების საფუძველი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც. ეს ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა, თუმცა მას აქვს განსხვავებული ხასიათი. მავთლუხლართებისგან განსხვავებით, ეს არის ეკონომიური ინტეგრაცია და სოციალურ საკითხებსაც ითვალისწინებს. ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ამ პროცესს მცოცავი ანექსია უწოდეს და ჩვენ გავიზიარეთ მათი აზრი“, - განაცხადა აპატურაიმ.

აპატურაი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა მას თავდაცვის სამინისტროში აქვს დაგეგმილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42