უცხოეთიდან მიწვეული მინისტრებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა დაჩქარებული რეჟიმით მიიღეს, უკრაინული ენა ესმით - ამის შესახებ განცხადება უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი კვიტმა გააკეთა.
როგორც მინისტრი აცხადებს, ის მზადაა ახალი მინისტრების მიერ ენის სრულყოფილად დაუფლებას შეუწყოს ხელი.
„მათთვის სრულებით გასაგებია უკრაინული ენა, თუმცა ამ ენაზე მეტყველება ზოგჯერ უჭირთ, მაგრამ ამას გარკვეული პოზიტიური მხარეც აქვს, ისინი ფლობენ ინგლისურს კარგად და არ გაუჭირდებათ თავის საზღვარგარეთელ კოლეგებთან კონტაქტი, შეიძლება ითქვას, კომუნიკაციაში პრობლემა არ გვაქვს“- განაცხადა კვიტმა.
უკრაინის ახალ ჩინოვნიკებს შორისაა- უკრაინული წარმოშობის ამერიკელი, ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, ლიტველი ეკონომიკის მინისტრი აივარას აბრამავიჩუსი და ქართველი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






