საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ქვეყანაში, საქართველოს საელჩოების დაკომპლექტების საკითხი გადასახედია. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც უკრაინში ელჩის შეცვლას ეხება დავით საგანელიძე აცხადებს: „უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის შეცვლის საკითხი ჩემთან ნამდვილად არ დამდგარა. არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე რას ფიქრობს“ მაგრამ აქვე დასძინა რომ ნებისმიერი კანდიდატურა შეიძლება იყოს განხილული.
"უკრაინაში საქართველოს ელჩად ზვიად ჯანყარაშვილის შესაძლო დანიშვის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის აღნიშნული ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ ის, რომ ნებისმიერი კანდიდატურა შეიძლება იყოს განხილული. მიმაჩნია, რომ უკრაინაში უფრო დიპლომატიური გამოცდილების მქონე პირებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის შეცვლის საკითხი ჩემთან ნამდვილად არ დამდგარა. არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე რას ფიქრობს, თუმცაღა ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ჩვენი საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს. ის, რომ დღეს უკრაინაში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, სახეზეა, თუმცა ანალიზია საჭირო, რამდენად იყო ეს საელჩოზე დამოკიდებული", - განაცხადა დავით საგანელიძემ
მასალის გამოყენების პირობები






