„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ნდობის ჯგუფის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ თარგამაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს 12 საათზე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა შედგება. შეპირება იყო ჯგუფის თავმჯდომარისგან, რომ მეორე სხდომა დეკემბერში გაიმართებოდა და მასზე ჯგუფის მიერ უწყებებიდან გამოთხოვილ მასალებს განვიხილავდით. უკვე დეკემბერია. სხდომაც დაინიშნა. და ის კვლავ მხოლოდ წინა სხდომიდან შემორჩენილ, ივანიშვილის გამოგზავნილ, უკვე პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიტის სამსახურის მასალებს დაამოწმებს. ბუნებრივია, მე არ მივიღებ მონაწილეობას არც ამ და არც ყველა მომდევნო სხდომაში, რომელიც ზვიგენთან მოცეკვავის ხუშტურების დაკმაყოფილებას მიეძღვნება“, -წერს თარგამაძე.
პარლამენტში დღეს ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე აუდიტის დასკვნაზე მსჯელებენ, რომელიც სამინისტრეობის ფინანსურ ანგარიშებს შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები






