"დედამთილის ნათესავები ქმარს მართმევენ"
პოლიტიკა - 11:49, 03 Dec, 2014     3711
ადამიანის თავხედობას თურმე საზღვარი არ აქვს. ის ადამიანები, რომლებმაც ოჯახი ამირიეს, საერთოდ არ დარდობენ იმაზე, რომ შეიძლება ჩემი შვილები უმამოდ გაიზარდონ.

ჩემს ოჯახში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რაიონიდან დედამთილის ძმისშვილები ჩამოვიდნენ. ვერ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ უცხო ადამიანების რამდენიმე წლით შემოსახლებას დიდი სიხარულით შევხვდი, რადგან დედამთილ–მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, ისედაც არ ვიყავი თავისუფლად და სხვების დამატება კორპუსის ბინაში აღარ მსურდა, მაგრამ საყვედური არ დამცდენია. მამით დაობლებულ გოგოებზე როგორ ვიტყოდი, აქ არ მოვიდნენ–მეთქი, მით უმეტეს, რომ ჩემს ქმარს ისინი ძალიან უყვარდა?

ერთი გოგონა სტუდენტია, მეორე თბილისში მუშაობს. თავიდან მოკრძალებულად იქცეოდნენ და ყველანაირად ვცდილობდი, სახლში უცხოდ არ ეგრძნოთ თავი. მერე კი ისე გათამამდნენ, რომ მბრძანებლობა დაიწყეს. ჩემს გემოზე ტელევიზორსაც კი არ მაყურებინებდნენ. მათ რისი ნახვაც უნდოდათ, იმ არხზე უნდა ყოფილიყო ჩართული. უამრავი ასეთი დეტალი დაგროვდა და ხმა რომ ამოვიღე, ეს პატარა გოგონები აფთრებად იქცნენ. ბუნებრივია, ისინი ვერაფერს გახდებოდნენ, მამიდის ზურგი რომ არ ჰქონოდათ. ჩემი დედამთილი აქეზებდა, რომ ოჯახში ის იყო მთავარი და მისი ძმისშვილებისთვის ყველას პატივი უნდა ეცა. ჩვენი დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ დებს ხმას აღარ ვცემ.

ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს თავიანთ დაქალს ურიგებდნენ. შემთხვევით ვნახე მათი მიმოწერა. ის გოგო წერდა, ცოლიანი რომ არის, ეს მაბრკოლებსო. ეს აფთრები კი წერდნენ, ცოლთან დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, უბრალოდ ოფიციალურად გაყრილები არ არიანო. წერდნენ, რომ თურმე ის გოგო ჩემს ქმარსაც ძალიან მოსწონდა. ეს რომ წავიკითხე, დიდი სკანდალი მოვაწყვე, მაგრამ ვერაფერი დავუმტკიცე, რადგან ის მომოწერა მალევე გააქრეს. ჭკუა ვერ ვიხმარე, რომ ასლი გამეკეთებინა, გადმომეწერა და ამით ისარგებლეს. თქვეს, რაღაცეებს გვაბრალებო.

ამდენი ინტრიგა ვეღარ ავიტანე და ქმრის სახლიდან წამოვედი. ახლა მშობლებთან ვცხოვრობ. თავიდან ქმარიც ჩემთან ცხოვრობდა, მაგრამ მერე გამომიცხადა, სიდედრ–სიმამრთან ვერ ვიცხოვრებო და წავიდა. იმედი მქონდა, რომ ჩვენს ცალკე გაყვანას მოახერხებდა და ოჯახს შეინარჩუნებდა. ახლახან კი გავიგე, რომ თურმე ჩემი ქმარი იმ გოგოს ყველას თვალწინ ხვდება, სახლშიც მიჰყავს და შეიძლება დაქორწინდნენ. ქმარი ჩემთან ამას უარყოფს, მაგრამ არ მჯერა. ჩემი თვალით რაც წავიკითხე, იმაზე მიმტკიცებდნენ, რაღაცეებს იგონებო და ახლა მეტყვიან სიმართლეს?

იმ ადამიანების გასაგონად ვიტყვი, რომ ძალიან მეცოდებიან. მე ნამდვილად არ დავიკარგები. ისეთი მშობლები მყავს, იმაზე უკეთესად ვიცხოვრებ, ვიდრე მათ ოჯახში ვცხოვრობდი. მათ იკითხონ, რომ ამ ცოდვით ვერ გაიხარებენ. დანარჩენს ღმერთი მოჰკითხავს, ცხოვრება ყველას და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.


წყარო http://sana.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42